ავტორი:
წმ. ისიქი იერუსალიმელი
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყოველთვის, რაც არის უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდება. მხურვალე გულით შევღაღადოთ მას და შეგვეწევა ჩვენ, რათა ვიგემოთ მისი სახელი. რამეთუ, ხშირი ვარჯიშისმიერი გამოცდილება მტკიცეა, როგორც ბუნებრივი. ასეთ მდგომარეობას მიღწეული გონება უკვე თავად ეძებს თავის მტრებს, როგორც მონადირე ძაღლი კურდღელს ბუჩქებში, მაგრამ ის ეძებს იმისთვის რათა შეჭამოს, ხოლო პირველი - რათა განდევნოს და გაანადგუროს.
|