როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე.

წმ. ისიქი იერუსალიმელი - ციტატები, ამონარიდები
გონების დაცვა ღვთის შეწევნით და მხოლოდ ღვთისათვის მოქმედი, მოჰგვრის გონებას სიბრძნეს ღმერთში გმირობების ჩასადენად, ასევე ის შეეწევა განსჯას, რათა უკეთესად მოაწყოს სიტყვა და საქმე.
მოატანს ჩვენი სიკვდილის ჟამიც, მოვა იგი და ვერსად წავუვალთ. და ნეტავ მაშინ ამასოფლისა და ჰაერის მთავარმა, რომელიც უნდა შემოგვეყაროს, ჩვენი მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს და ვერ შეძლოს ჩვენი მხილება.
ვისაც არა აქვს აზრებისაგან სუფთა ლოცვა, მას არა აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.
შეუწყვეტელ და თბილ, სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი. ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან... იხილეთ სრულად
როგორც მარილისაგან გემრიელია პური და ყოველი საჭმელი და ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და იმარხავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნი... იხილეთ სრულად
როგორც სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვ... იხილეთ სრულად
ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ... იხილეთ სრულად
განუწყვეტელი ლოცვისგან ჩვენში მყოფი გონიერი ჰაერი სუფთავდება ბოროტ სულთა ბნელი ღრუბლებისა და ქარებისაგან. როცა გულის ჰაერი სუფთაა, მაშინ აღარაფერი ეწინააღმდეგება მასში იესოს ღმრთაებრივი ნათლის გამობრწყინებას, – თუკი არ აღვზვავდები... იხილეთ სრულად
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინვოს. ეს კი მაშინ ხდება, როც... იხილეთ სრულად