ავტორი:
წმ. ისიქი იერუსალიმელი
როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს
როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს სიფხიზლე და გონების დაცვა მკაცრი ყურადღებით და მაშინ ეს ღვთაებრივი ცეცხლი, ე.ი. უფალ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გაანადგურებს ჩვენს ცოდვებს, დიდსა თუ პატარა ვნებათაღელვებს, რამეთუ ჩვენში შემოსვლისას ის მაშინვე განდევნის ჩვენი გულისაგან საძაგელ, ბოროტ სულებს და მოგვიტევებს ჩვენ ძველ ცოდვებს; გონება მაშინ რჩება თავისუფალი და წყნარი მზაკვარი აზრებისაგან. თუკი ამის შემდეგ გულის კარებთან დგომით დაიცავ შენს გონებას, მაშინ, როდესაც ისევ მოინდომებ შენ წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებას, ღვთაებრივი სხეული უფრო და უფრო განანათლებს გონებას და განაბრწყინებს.
|