ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ... იხილეთ სრულად

წმ. ისიქი იერუსალიმელი - ციტატები, ამონარიდები
როგორც სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვ... იხილეთ სრულად
როგორც მარილისაგან გემრიელია პური და ყოველი საჭმელი და ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და იმარხავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნი... იხილეთ სრულად
როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე.
გონების დაცვა ღვთის შეწევნით და მხოლოდ ღვთისათვის მოქმედი, მოჰგვრის გონებას სიბრძნეს ღმერთში გმირობების ჩასადენად, ასევე ის შეეწევა განსჯას, რათა უკეთესად მოაწყოს სიტყვა და საქმე.
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინვოს. ეს კი მაშინ ხდება, როც... იხილეთ სრულად
მოატანს ჩვენი სიკვდილის ჟამიც, მოვა იგი და ვერსად წავუვალთ. და ნეტავ მაშინ ამასოფლისა და ჰაერის მთავარმა, რომელიც უნდა შემოგვეყაროს, ჩვენი მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს და ვერ შეძლოს ჩვენი მხილება.
ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღდგომას და ლოცვას. სიმდაბლეს – იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები... იხილეთ სრულად
279. რას წარმოადგენს ყურადღება იესოს ლოცვისას?
136. შეიძლება თუ არა, რომ მივენდოთ საკუთარ თავს? იხილეთ სრულად