ავტორი:
წმ. ისიქი იერუსალიმელი
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინვოს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენ არ ავმაღლდებით ზვაობით და ეჭვით, რითაც ვერ მივუახლოვდებით მიზანს და იესოს შეწევნასაც ვერ ვიგრძნობთ რადგან ქრისტეს ასეთები სძულს. ამიტომ უნდა ვიყოთ მდაბალნი.
|