ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ეშმაკებს იერიში მიაქვთ, თავს ესხმიან ლოცვას და ცდილობენ გონებაგაფანტულობის მეშვეობით ის უნაყოფო გახადონ.
ღვთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა, ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც ... იხილეთ სრულად
როცა ტკბილ იესოს ვუხმობთ, ის მაშინვე მოდის ჩვენს დასახმარებლად, ეშმაკები კი მეყსეულად გვშორდებიან.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.
ყველაფერი, რასაც ეშმაკი გონებაში წაგისისინებს, სიცრუე და ტყუილია. საერთოდ ნუ დაუჯერებ მას! ეშმაკს უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები მას უჯერებენ და იტანჯებიან. ხოლო ძალიან წუხს, როცა მისი არ სჯერათ და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.