შური - ციტატები, გამონათქვამები
შური - ციტატები, გამონათქვამები შური, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჭეშმარიტებისა და სათნოებისთვის ყველაზე საშიშია შური. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა (სიბ. სოლ. 2, 24). შურის ნაყოფია ცოდვაც ამ საწუთროში. ეს ერთი მანკიერება საშიშია იმიტომ, რომ მას დამონებულნი საკუთარ თავსაც კი უმ... იხილეთ სრულად
შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება.
შური უსამართლო ვნებაა, რადგან აღაშფოთებს ყველა კეთილის სიმშვიდეს, და სამართლიანიცაა, რადგან აშრობს მის საკვებს.
შური და სიძულვილი დახშვიან ზეცას, აბრმავებენ გონიერებას, აბნელებენ სულს, ამძიმებენ სინდისს და ამწუხრებენ ღმერთს ადამიანის გამო და განახარებენ ეშმაკთ.
შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს.
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს რომ კაცისათვის იყო ქუეყანა. ამის მიზეზისათვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმ... იხილეთ სრულად
უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შეიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას. მოვა ოდესმ... იხილეთ სრულად
უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები. თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს. უკეთური თავლი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია. იხილეთ სრულად