ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია. სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივ...
იხილეთ სრულად
ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია.სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივე ემართება. სხვადასხვა ვნებისა და დაუდევრობის გამო მასში თანდათანობით სიბინძურე გროვდება, რასაც თავის უწმინდურობას ეშმაკიც ამატებს. ჩვენ ვერ ვხედავთ, ღმერთმა კი იცის, თუ რამდენი ჭუჭყი დაგვიგროვდა და ზღვას ჩვენს განსაწმენდად ...
ჩვენი ამპარტავნება ხან აშკარაა, ხანაც ჩვენგან დაფარული და გაუცნობიერებელი. ვინაიდან ღმერთს ჩვენი განწმენდა სურს ამ უწმინდურებისგან, ის ქარიშხალს გაამძვინვარებს, რომ ჩვენს სულში უდებებით დალექილი სიბინძურე გამორიყოს.
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამი...
იხილეთ სრულად
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამიანი გულისა და სხეულის უვნებობითა და სიწმინდით.
ქრისტესთვის იღვაწე, შვილო. სხვები მას სამარცხვინო ქცევით შეურაცხყოფენ, შენ კი ბილწი გულისსიტყვებისგან განწმენდილი გონების ბრწყინვალებით ადიდე ის! განაგდე ყველა აზრი, რომელიც ჩვენში ღვთაებრივი განბანისას დამკვიდრებული სულიწმიდის მი...
იხილეთ სრულად
ქრისტესთვის იღვაწე, შვილო. სხვები მას სამარცხვინო ქცევით შეურაცხყოფენ, შენ კი ბილწი გულისსიტყვებისგან განწმენდილი გონების ბრწყინვალებით ადიდე ის! განაგდე ყველა აზრი, რომელიც ჩვენში ღვთაებრივი განბანისას დამკვიდრებული სულიწმიდის მიერ განწმენდილ გონებასა და გულს შეაგინებს. გეშინოდეს ღვთისა – ესაა ნამდვილი სიბრძნე. „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ (იგავ. 1, 7). ნუ გეშინია გულისსიტყვების მუქარის, რომელიც დემონებისგან მოდის. შენი ძლიერება დაამყარე ღმე...