სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ბრძოლა, გამონათქვამები, ციტატები
თუ განსაცდელის დროს ვეცდებით ლოცვა მტკიცედ შევინარჩუნოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ეშმაკზე და ძლევას ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს მივაკუთვნებთ.
იღვაწეთ იესოს ლოცვით, თუ გსურთ, რომ ქრისტე თქვენს სულებში დაემკვიდროს. მაშინ ეს დიდად გამოცდილი მხედართმთავარი ჩვენი თანამებრძოლი გახდება, ჩვენთვის იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვანიჭებს.
თუ შენს სენაკში რაიმე ნივთი ვინმეს გაგონებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, რომ ყველა საშუალებით თავიდან აიცილო ბრძოლის საბაბი.
ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღვთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.
უდებებით ნუ ვილოცებთ, არამედ მხურვალე სულით (რომ. 12, 11), გულის სიღრმიდან შევღაღადოთ: „მოძღვარო, მიხსენი, ვიღუპები“ (ლუკ. 8, 24) . მცირე შრომა დაგვჭირდება, თუკი ბრძოლას თავიდანვე შევუდგებით, ხოლო თუ გულისსიტყვებს მივუშვებთ და მომ... იხილეთ სრულად