თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფლება, გამონათქვამები, ციტატები
დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და... იხილეთ სრულად
თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.
ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტება გვაზიარებს და მხოლოდ თავისუფლებით მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას.
თავისუფლება არ ნიშნავს თავაშვებულობას, აღვირახსნილობას. იგი ბრძოლაა ბოროტებასთან, სიცრუესთან... და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან.
ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი". შინაგანი როგ... იხილეთ სრულად