მდუმარება - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ადამიანისთვის ყველაზე ძნელი საკუთარი აზრების სიტყვებით გამოთქმაა. ამიტომ მდუმარებას ამჯობინებს.
როდესაც ადამიანი მდუმარებაში ვარჯიშს დაიწყებს, მას მდუმარება მეტყველებასთან შედარებით დაკნინებული მოეჩვენება, ამ ღვაწლში გაწაფული კი დარწმუნდება, რომ მდუმარება მეტყველებას აღემატება.
ხმაც და მდუმარებაც ძალმოსილია, მაგრამ არა თანაბრად, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რაზე ლაპარაკობს ან ვინ რისთვის დუმს.
მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება – მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონ... იხილეთ სრულად
მდუმარე ცხოვრებაში (უდაბნოში) გულისხმისყოფა უაღრესად დიდი შეწევნაა ლოცვისათვის, რამეთუ მისთვის სანუკვარ პირობებს ქმნის. თუმცა, მდუმარება, თავისთავად, ერთგვარი საიდუმლო ლოცვაა და ძლიერ ეხმარება ჩვეულებრივ ლოცვას – როგორც ადამიანს კ... იხილეთ სრულად
ბევრი არ ილაპარაკო: ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს. ბევრი კაპარაკით შეუძლებელია არ სცოდო. უნდა ეცადო, რომ ილაპარაკო ცოტა და დროულად, სწორედ მაშინ, როდესაც ხედავ, რომ დუმილი უსარგებლოა. მოკლედ, არც მაშინ ილაპარაკო, როცა არ იცი.
მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა - აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე.
702. თუ შემთხვევით, მამებთან მაშინ მომიწევს ყოფნა, როდესაც ისინი ვინმეს, არამართლმადიდებლურად მოაზროვნეს, რწმენის თაობაზე ეპაექრებიან, მეც უნდა მივიღო პაექრობაში მონაწილეობა თუ არა? რამეთუ აზრი მეუბნება: „გაჩუმება რწმენის ღალატიაო“. ასევე, როდესაც ისინი ერთმანეთს დაწვრილებით ესაუბრებიან დოგმატებზე, ვთქვა, ის რაც ვიცი, თუ გავჩუმდე? და ბოლოს, როგორ მოვიქცე, როდესაც მკითხავენ? იხილეთ სრულად
551. იმავე ძმამ მეორე ბერს ჰკითხა: ვინაიდან მე სადურგლო სამუშაოებში სარგებელს ვერ ვღებულობ და ის მრავალ შფოთსა და მწუხარებაში მაგდებს. აზრი მეუბნება: თუ ცხონება გსურს, საერთო საცხოვრებლიდან გამოდი და მამათა სწავლების მიხედვით, მდუმარებას შეუდექიო იხილეთ სრულად