სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
თავმდაბლებს სიბრძნე და გულისხმისყოფა მიეცემათ, ამპარტავნები კი ბოროტ და გადაგვარებულ სინდისს შეიძენენ. ისინი ვერც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას იგებენ სწორად, რადგან არ აქვთ სიმდაბლე, სუფთა და ღვთით განათლებულ სინდისთა... იხილეთ სრულად
ერს განშორებული მონაზვნის ანაფორაზე მდაბალი განა რა არის? სოფლის სიხარულს მოცილებული მონაზონი საკუთარ ცოდვებს დასტირის, რათა სულმა მშვიდი სინდისისგან შობილი ნამდვილი სიხარული იპოვოს.
გაფრთხილდით: წლები გარბიან, დრო მიექანება. სიკვდილი მოულოდნელად მოგვადგება და ასე მოუმზადებლები წავალთ, სინდისისგან დასჯილნი, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავროზე დაგვადანაშაულებს.
81. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება ცოდვას: ან ადამიანური შიშის გამო, ან სასჯელის შიშიდან გამომდინარე, ან მომავალი სამსჯავროს გამო, ან ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო.
68. ნურასდროს სცემ ძმათგან ვინმეს, განსაკუთებით - უმიზეზოდ, რათა ის, განსაცდელის დაუთმენლობის გამო, არ გაიქცეს. მაშინ შენ ვერსად წაუხვალ სინდისის ქეჯნას, რომელიც ლოცვის ჟამს ყოველთვის მწუხრებას მოგგვრის და გონებას ღვთის იმედს განა... იხილეთ სრულად