განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და ა... იხილეთ სრულად
ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ? „უფალი სულია, - წერს პავლე მოციქული, - ხოლო სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 ... იხილეთ სრულად
ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.
შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და, პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს.
რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
არასოდეს არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, რადგან უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ მოგვცემს, რისი აწევაც არ შეგვიძლია
ღმერთია ჩვენი პატრონი, ერთადერთი იმედი და ნუგეში ჩვენი, ჩვენ კი იგი მხოლოდ ხანდახან, ისიც გაჭირვების ჟამს, გვახსენდება, მაშინ როცა, თუ სწორად ცხოვრება გვსურს, მუდამ უნდა ვიყოთ მასთან, მუდამ უნდა გვქონდეს განცდა მისი სიახლოვისა.
პავლე მოციქული სულგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ოღონდ არა უბრალოდ მოთმინებისაკენ, არამედ ჭეშმარიტად სულგრძელებისაკენ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდას წარმოადგენს.