- წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი. - ისინი ეშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნობიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვევას, რომ ზოგიერთ მოსაზრება...
იხილეთ სრულად
- წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი.- ისინი ეშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნობიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვევას, რომ ზოგიერთ მოსაზრებას ზედმეტი ყურადღება მიაქციო. ის მათზე მიაჯაჭვავს შენს გონებას და ტყუილუბრალოდ იტანჯები. მაგალითად, მან შესაძლოა, გმობის აზრები ჩაგინერგოს დედა-იღუმენიას ან სულაც ჩემს მიმართ. ყურს ნუ დაუგდებ ამ აზრებს. თუ გმობის აზრებს თუნდაც ...
link
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე? - შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე ...
იხილეთ სრულად
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?- შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ - ამ ზრახვა კარამელს მიიღებ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლოდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიან...
link
- ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ მისი ზარი გმობაა? - იგი ხვდება ამას, თუკი ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: "წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მა...
იხილეთ სრულად
- ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ მისი ზარი გმობაა?- იგი ხვდება ამას, თუკი ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: "წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მაშინაც კი ვწუხვართ, როდესაც ადამიანს ციხეში ვხედავთ, რაღა ითქმის მათზე, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება?" მაგრამ ასეთი მსჯელობა ღვთის გმობაა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღმერთზე მართლად წარმოაჩენენ. ღმერთმა იცის, რასაც აკეთებს. გახსოვთ ...
link
როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად? -როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა - ამის მსგავსი, ესა...
იხილეთ სრულად
როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად?-როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა - ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.-არც მოძღვართან?მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი: "გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანების, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ". არცერთი ეს გმობა და ცო...
link
რა არის უფრო ბინძური, ვიდრე ამპარტავნება და უფრო მყრალი, ვიდრე უწმინდური გულისსიტყვები? და მაინც შენ მათ იტან, ისინი შენ გბილწავენ. შენ იოლად აძლევ მათ ნებას, რომ შემოვიდნენ და შენი ზღუდე მოარღვიონ, მაგრამ მერე ვნახოთ, როგორ გავლე...
იხილეთ სრულად
რა არის უფრო ბინძური, ვიდრე ამპარტავნება და უფრო მყრალი, ვიდრე უწმინდური გულისსიტყვები? და მაინც შენ მათ იტან, ისინი შენ გბილწავენ. შენ იოლად აძლევ მათ ნებას, რომ შემოვიდნენ და შენი ზღუდე მოარღვიონ, მაგრამ მერე ვნახოთ, როგორ გავლენ! იოლად იღებ ურცხვ და ბინძურ გულისსიტყვას, მაგრამ დავინახავთ შემდეგ როგორღა განიწმინდები!
link
არ მოუძლურდე და გულისსიტყვები არ მიიღო. მუდმივად მოუხმე ქრისტეს. ვიდრე განსაცდელი გულისსიტყვას წარმოშობდეს შენს გონებაში, დაარღვიე იგი ლოცვით. არ დატოვო იგი. მაგრამ როცა შენ იტოვებ იმ უწმინდურებას, რასაც მტერი გესვრის, მცირე ...
იხილეთ სრულად
არ მოუძლურდე და გულისსიტყვები არ მიიღო. მუდმივად მოუხმე ქრისტეს. ვიდრე განსაცდელი გულისსიტყვას წარმოშობდეს შენს გონებაში, დაარღვიე იგი ლოცვით. არ დატოვო იგი.მაგრამ როცა შენ იტოვებ იმ უწმინდურებას, რასაც მტერი გესვრის, მცირე ხანში მასში ჩაგმარხავს. და შემდეგ როგორი ბრძოლაა საჭირო, რომ განიწმინდო! ამიტომ აიძულე თავი! შრომა და ტკივილი გმართებს და არა ოხუნჯობა! სისხლს დაანთხევს შენი გული. შესვამ ნაღველსა და შხამს და პოვებ თავისუფლებას, დატკბები.მცირე...
link
არასდროს დამალო შენი გულისსიტყვა, რადგან მასშია დაფარული ეშმაკის უკეთურება: როცა აღიარებ, ქრება
ღმერთისათვის არ არსებობს იმაზე კეთილსურნელოვანი მსხვერპლი, ვიდრე სხეულის სიწმინდე, რომელიც სისხლითა და სასტიკი პრძოლით მოიპოვება. ამიტომ აიძულეთ თავი, სულისა და სხეულის განწმენდისას, სრულიად არ მიიღოთ უწმინდური გულისსიტყვები
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეე...
იხილეთ სრულად
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეებს, არამედ ისინი ეკუთვნის ღვთისმოძულე ეშმაკს, რომელიც ზეციდან გადმოვარდა უფლის გმობის გამო. ჩვენი რომ იყოს ეს ბილწი გულისთქმები, როგორ ვცემდით თაყვანს და მადლობით როგორ მივიღებდით ღვთის საჩუქარს? ერთდროულად კურთხევასა და...
link
უწმინდურმა ამპარტავნებამ აღიარა, რომ გამოუთქმელი გმობის ეშმაკი მის მიერ არის ნაშობი, ამიტომ საჭიროა ისიც განვდევნოთ, რადგან მცირედენი ბოროტება კი არ მოდის მისგან, არამედ - დიდი და ყოველგვარ ვნებაზე უარესი; უარესია, რადგანაც მისი ს...
იხილეთ სრულად
უწმინდურმა ამპარტავნებამ აღიარა, რომ გამოუთქმელი გმობის ეშმაკი მის მიერ არის ნაშობი, ამიტომ საჭიროა ისიც განვდევნოთ, რადგან მცირედენი ბოროტება კი არ მოდის მისგან, არამედ - დიდი და ყოველგვარ ვნებაზე უარესი; უარესია, რადგანაც მისი სულიერი მოძღვრის წინაშე თქმა და განდევნა მეტად ძნელია. ამიტომაა, რომ მან სასოწარკვეთილება მოუვლინა მრავალს და ამ უწმინდურმა ისე გამოხრა ადამიანებში ცხონების იმედი, როგორც ჭიამ - ხე
link