ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.
პირველ რიგში მოინანიე საკუთარი ცოდვები, მეორედ ის ცოდვები, რომლისკენაც უბიძგე მოყვასს, ცდუნებით ან ცუდი მაგალითით; მესამედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც შეგეძლო გეკეთებინა და არ გააკეთე, მეოთხედ - იმ კეთილი საქმეების გამო, ... იხილეთ სრულად
ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება. ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა... იხილეთ სრულად
ნურც ცოდვების გამო ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.
ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა. ვინც შორსაა სიმდაბლისაგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვას სძლია.