ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და ა... იხილეთ სრულად
ადამიანები ღმერთის მცნებებს რომ იცავდნენ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა; ყველას ექნებოდა აუცილებელი სამყოფად მცირე შრომით და სულიწმიდა იცხოვრებდა ადამიანების სულებში, რამეთუ იგი თვითონ ეძებს ადამიანის სულებს და სურს ჩვენში ცხოვრება; ... იხილეთ სრულად
მტკივნეულად იკუმშება გული, ცოდვის სიტკბოებას განშორებული, რომელიც ცხონების სიტკბოებისაკენ მიისწრაფის.
ღვთის საქმე თავდაპირველად ძალდატანებით კეთდება: "სასუფეველი ცათაი იიძულების" (მათე 11, 12), შემდეგ კი ამ საქმეს სიამოვნებით აღასრულებ.
გაიხსენე რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი ნაჭრის მოსაპოვებლად; ნუ დაიზარებ შრომას მარადიული ცხონებისათვის - უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქმისათვის.
ვაი რომ, მოღვაწენი და ძლიერნი მხოლოდ ჩვენი დაღუპვისთვის ვართ, ვიდრე იმისათვის, რაც ჩვენი ცხონებისათვის იქნებოდა საჭირო.