რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით...
იხილეთ სრულად
რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით არავითარი ცოდნა არა აქვს სახარებისა და არც დაეძებს, რომ ოდესმე მაინც გაეცნოს მას; ბევრს, თუ ყური მოუკრავს საქმე ქრისტეს ორი-სამი იგავისათვის, ეკლესიაშიც აღარ სურს მოსვლა, - იმაზე მეტს ვეღარ გავიგონებ, რაც უკვე ვიციო!
როგორც იუდა, რომელსაც ბოროტი აზრები, განზრახვები და მიზნები ჰქონდა, მოციქულის სახელმა ვერ დაიცვა მარადიული სასჯელისაგან, ასევე ჩვენ ქრისტიანის სახელი ვერ გამოგვისყიდის მსგავსი სასჯელისაგან, თუკი ცხოვრებას ქრისტეს სჯულის შესაბამისა...
იხილეთ სრულად
როგორც იუდა, რომელსაც ბოროტი აზრები, განზრახვები და მიზნები ჰქონდა, მოციქულის სახელმა ვერ დაიცვა მარადიული სასჯელისაგან, ასევე ჩვენ ქრისტიანის სახელი ვერ გამოგვისყიდის მსგავსი სასჯელისაგან, თუკი ცხოვრებას ქრისტეს სჯულის შესაბამისად არ წარვმართავთ.
ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ იგი მოკვდა კერთაყვანისმცემლობისათვის, ამა ქვეყნის ხმაურისათვის, ფუფუნებისა და დროსტარებისათვის, სიამაყისათვის და სხვა. ვისაც სურს, ძველი სამყაროდან ახალში გაცუროს, მისთვის საკმარისი არაა, ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ იგი მოკვდა კერთაყვანისმცემლობისათვის, ამა ქვეყნის ხმაურისათვის, ფუფუნებისა და დროსტარებისათვის, სიამაყისათვის და სხვა. ვისაც სურს, ძველი სამყაროდან ახალში გაცუროს, მისთვის საკმარისი არაა, ავიდეს ხომალდზე და გეზი ახალი სამყაროსკენ აიღოს. არამედ მან განუწყვეტლივ უნდა იცუროს წინ, ვიდრე მართლაც არ მიაღწევს იმ ადგილს. სწორედ ასევე ხდება ძველ და ახალ ცხოვრებაშიც. თუკი ძველი ადამიანის გარეგნული ცხოვრება საჭიროებ...
ქრისტიანი განუწყვეტლივ წინ უნდა მიიწევდეს; მაგრამ მეტად სასარგებლოა ყურადღება უკან - წარსულსაც მივაპყროთ, რათა ცუდი არ გავიმეოროთ, დანაშაული სინანულის ცრემლით გამოვისყიდოთ, დაწყებული სიკეთე დავასრულოთ.