ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთმა ადამიანი მართალი, უცოდველი, წმინდა შექმნა; ადამიანისთვის სულიერი საკვები იყო სიმართლე ანუ სიმართლის წყარო - უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობაში ადამიანმა არ იცოდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგან ჭარბად ჰქონდა იგი. შიმშ... იხილეთ სრულად
ვინ არის ჩვენ შორის მართალი და ვინ არ იტანჯება სულიერი შიმშილით? მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვჩქარობთ ამ შიმშილის დაოკებას, რადგან სულიერი შიმშილის გრძნობა დაგვიჩლუნგდა, ისევე როგორც ხორციელი შიმშილის გრძნობა უჩლუნგდებათ მძიმე ავადმყოფ... იხილეთ სრულად
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზედ გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
ცოდვილ მეგობარს მსაჯულის შესახებ შეახსენე. ამით მასაც სარგებელს მოუტან და საკუთარ თავსაც; რამეთუ ეს რჩევითი მკურნალობა სასარგებლოა როგორც მისთვის, ისე - შენთვის.
გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რამეთუ ეს უკანასკნელი ავი საქმეა, პირველი კი - გამოსწორების სურვილი.
ცოდვილთა განკითხვისგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი - მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა.