ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უკეთუ გული შენი გრილ არს, რათა არა იყო დაპყრობილ ცოდვათაგან, ეცადე და გაატფე გული შენი ლოცვითა და კეთილმოქმედებითა. აღსგდები რა განთიადს ძილისაგან, ევედრე ღმერთსა, რათა ყოველთვის მოგცეს ცნობა ცოდვათა შენთა. განმავლობასა შინა დღისა... იხილეთ სრულად
841. იმავე ეპისკოპოსმა ჰკითხა: ჩემო მამაო! მე ყოველდღიურად საღამომდე ვცდილობ მარხვის შენახვას, გთხოვ, მითხრა: კარგად ვიქცევი? ან შეიძლება თუ არა ეს? და კიდევ, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება ლოცვის წარმოთქმამდე?
833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან
თქვენ მწერთ: "ვშრომობ, როგორც ახალდამწყები, მორჩილებთან ერთად". მე არ მესმის რაშია საქმე? საქმე შეიძლება მოსაწონი ან დაწუნებული იყოს იმ სულისკვეთების მიხედვით, რომლითაც აღესრულება. დააკვირდით ამას და ამით დაკავდით შესაბამისად. იხილეთ სრულად
საქმე მარტივადაა: ჩადით გულში, სადაც შთაბეჭდილებამ ჩააღწია, უბიძგეთ მას პირქუში გამომეტყველებით და ამავე დროს ილოცეთ მის წინააღმდეგ ღვთისადმი და ასე დაჰყავით, სანამ გაივლის.
719. როდესაც მამებთან ან ერისკაცებთან ერთად ტაძართან ახლოს ვზივარ და სამწმინდაოს გავიგონებ, ავდგე და შევახსენო ჩემს გვერდით მსხდომებს თუ არა?