თემა: ლოცვა, სასწაულები, ღმრთისმშობელი
დედის ლოცვის ძალა.
მამა აღაპიტი, ნილოს სტოლობნელის მონასტრის ბერი მოგვითხრობს:
"მამაჩემი კეთილშობილი წარმოშობისა იყო. სამხედრო სამსახურში გენერალ-ლეიტენანტის წოდებას მიაღწია; მე და ჩემი ძმა მხოლოდ მისი უდიდებულესობის გვარდიის პოლკებში წარმოვედგინეთ ოფიცრებად, მაგრამ მაშინ ჩვენი წოდებრივი მდგომარეობის გამო იქ სამსახური არ შეგვეძლო. მთელი ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო. ღვთისმსახურებას ყოველთვის ვესწრებოდით, აღსარებას წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ ვამბობდით და ამდენჯერვე ვეზიარებოდით. ბებია ნატალია და დედა - ეკატერინე დიდი მლოცველები იყვნენ და ჩვენც რწმენით გვზრდიდნენ.
გადავწყვიტე, შვებულება კავკასიაში, შავი ზღვის პირას გამეტარებინა. იმ დროს იქ ბებიაჩემიც ისვენებდა ოჯახთან ერთად. ცხელი დღე იყო, ზღვიდან ნიავი უბერავდა. ბიძაჩემმა გვირჩია, ნავი დაგვექირავებინა და ზღვაში გვეცურავა. წავედი და დიდი იალქნებიანი და ნიჩბებიანი ნავი ვიქირავე. ზღვაში შევცურეთ; ნიავმა ჩვენი მიმართულებით დაბერა, აფრა გაბერა და ზღვაში სულ უფრო შორს შევცურეთ. სახლები ძლივსღა მოჩანდა, ჰორიზონტზე მხოლოდ გორაკების თავებს ვხედავდით. ნავის პატრონს უეცრად მღელვარება დაეტყო და დამტვრეული რუსულით გვითხრა:
-ჩქარა, ქარიშხალი, ჩქარა, ალაჰ, ალაჰ!
თავიდან ვერ ვხვდებოდით, საიდან გვემუქრებოდა საშიშროება, მაგრამ თანდათან ტალღებმა იმატა. ნავის პატრონი ყოველ წუთში ცვლიდა იალქნის მიმართულებას, გვთხოვა, ნიჩბები ჩვენც მოგვესვა, რაც ძალი და ღონე გვქონდა და ნაპირისკენ გაგვეცურა. ნავს ტალღები ათამაშებდნენ, მაგრამ მაინც სწრაფად გავცურეთ. ნავის პატრონი იმეორებდა:
-ალაჰ, ალაჰ!
ნავში ვიყავით: ჩემი ბიძაშვილი ანასტასია, მისი საქმრო ანდრია, ნასტიას მეგობარი სონია, მისი 16 წლის ძმა იური და აფხაზი ახმედი. უეცრად ქარმა იმატა, ზღვა აღელდა, ნავი აქეთ-იქით ეხეთქებოდა და წყლით ივსებოდა, იალქანი ქარმა მოგლიჯა. აღარ ვიცოდით, ნაპირი ახლოს იყო თუ შორს. ნიჩბებიც დავკარგეთ და უმართავმა ნავმა ჩაძირვა დაიწყო. ხმამაღლა ლოცვა დავიწყე, თან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გავიხადე; იგივე გააკეთეს იურიმ და ანდრეამ. გოგონები ერთმანეთს ეკვროდნენ, ანასტასია ლოცულობდა, აფხაზი კი ალაჰს ევედრებოდა.
ღმერთო! როგორ ვითხოვდი მაშინ შეწევნას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვევედრებოდი ხსნას, თვალები ზეცად აღვაპყარი და რას ვხედავ? ცაზე ღვთისმსობლის უზარმაზარი სახეა გამოსახული, დედეჩემი კი მუხლმოდრეკით ლოცულობს მის წინაშე;
-ანასტასია, -შევყვირე მე,-ხედავ? -და რამდენჯერმე პირჯვარი გამოვისახე.
-ვხედავ,-მიპასუხა ანასტასიამ.
მივხვდი,ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოგვიხსნიდა. უზარმაზარი ტალღა ნავის ბორტს დაენარცხა და წყალში აღმოვჩნდით. ანასტასიასა და სონიას ხელი ჩავავლე, ვცდილობდი, წყალზე თავი შემეკავებინა. ზევით ავიხედე; დედა ღვთისმშობლის სახე კვლავ კიაფობდა და დედაჩემი მის წინაშე მუხლმოდრეკით ლოცულობდა. უეცრად ტალღამ აგვიტაცა და ნაპირზე გადმოგვისროლა. წამოვდექი და გოგონები ტალღიდან გამოვიყვანე. დედა ღვთისმშობლის სახე ისევ დავინახე. ეს იყო ხილვა, სასწაული. მე და ანასტასიამ ერთდროულად ვიხილეთ ცაზე დედაღვთისმშობლის სახე.
ანდრია გადარჩა, იური და ნავის პატრონი დაიხრჩვნენ.
მშობლებს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე ღვთისმშობლისა და დედაჩემის სახის ხილვის შესახებ. დედამ მითხრა:
-პავლე! იმ დღეს შენს გამო მტანჯველმა მღელვარებამ შემიპრყო. დღის ორი საათ იქნებოდა; ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის წინაშე მუხლი მოვიყარე და ცრემლით დავიწყე შენთვის ლოცვა. რატომ ვწუხდი და ვიურვოდი, მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ დაუცხრომლად ვლოცულობდი. შენ მითხარი, რომ სწორედ ორი საათი იქნებოდა, როდესაც იღუპებოდით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უდიდესი სასწაული გიჩვენა, შენც და ნასტიაც დაღუპვისგან გიხსნათ.
ხილვამ ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ დაუყონებლივ გავთავისუფლდი სამხედრო სამსახურიდან. დედას და მამას ჩემი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ და კურთხევა მომცეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ხილვა ღვთისგან მონიჭებული ნიშანი იყო, რომლითაც ის ჩემგან ლოცვასა და ბერულ ღვაწლს ითხოვდა. გავემგზავრე ბალაამის მონასტერში, სადაც მორჩილად მიმიღეს; რვა წლის შემდეგ კი, ღვთის განგებით , ნილოს სტოლობნელის მონასტერში გადმომიყვანეს.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახის ხილვამ ანასტასიაზეც იმდენად იმოქმედა, რომ დაოჯახებაზე უარი თქვა და ისიც მონოზვნად აღიკვეცა