ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შემცოდე ძმის ხილვისას ნუ განიკითხავ მას, არამედ შენთვის თქვი: "განა თვითონაც ცოდვილი არა ვარ? რა უფლება მაქვს, რომ სხვა განვიკითხო?".
თუ საკუთარი ცოდვებით ვიქნებით დაკავებულნი, რათა შევიცნობდეთ ჩვენს ცოდვებსა და სულიერ დაავადებებს, საკუთარ სიღატაკეს, მაშინ აზრად არ მოგვივიდოდა მეზობლის შესახებ რაიმე შეგვეტყო. როდესაც შენი სახლი იწვის, თუ ყველაფრის ხსნას ვერ შეძლ... იხილეთ სრულად
თუ საკუთარი ცოდვების მიმართ ყურადღებიანნი ვიქნებით, მოყვასის ცოდვებს ვეღარ დავინახავთ. უგუნურებაა, საკუთარი მიცვალებულის მიტოვება და სხვისი მიცვალებულის სატირლად წასვლა.
ვინც განუწყვეტლივ ფიქრობს საკუთარ ცოდვებზე, მას არ აქვს ენა, რათა სხვა ადამიანის საქმეებზე ილაპარაკოს.
ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა გამოცდილებით იციან, რა ძნელია ვნებებთან ბრძოლა და დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ბოროტება არ აღასრულონ, მაინც ვარდებიან ცოდვაში, ამიტომაც ისინი შემწყნარებელნი არიან სხვის მიმართ და მკაცრნი - მხოლოდ საკუთა... იხილეთ სრულად
რაც უფრო შორსაა ადამიანი ცუდი საქმეებისგან, მით უფრო გულწრფელად წუხს იგი ცუდი საქმეების გამო.