წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ამ სათნოების წმიდა მყოფობას მაშინ შეიცნობ შენში, როდესაც გამოუთქმელი ნათლით და ლოცვისადმი უძლიერესი სიყვარულით აღივსები. ვიდრე ამ მადლს მიაღწევდე, უნდა მოიპოვო გული, რომელსაც სხვათა ცოდვათა ხილვა არ ძალუძს; ხოლო ყოველივე ზემოთქმულ... იხილეთ სრულად
ყოველმა, ვინც საკუთარი უძლურება ჭეშმარიტი სულიერი ცნობით შეიცნო, კეთილ ნიადაგში კეთილი თესლი დათესა, ხოლო, ვინც ამგვარად არ დათესს, იგი სიმდაბლეს ვერასოდეს აღმოაცენებს
ვინც საკუთარი უძლურება შეიცნო, მან უფლის შიში მოიპოვა და ვინც ამ შიშით ივლის, იგი სიყვარულის ბჭეს მიაღწევს
სიმდაბლე სასუფევლის კარია, იგი იქ შეიყვანს იმათ, ვინც ამ კარს მიუახლოვდებიან. რადგან, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის შესახებ ამბობდა უფალი: "შევიდეს და გამოვიდეს" (იოან. 10,9) უშიშრად ამ სოფლიდან და "საძოვარი პოოს" სამოთხეში. ხოლო,... იხილეთ სრულად
კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფვით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რ... იხილეთ სრულად
როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო
საკუთარ თავს ცოდვილს მრავალნი ვუწოდებთ და შეიძლება მართლაც ასე ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენი სიმდაბლე მაშინ მაგოიცდება, როცა სხვები შეურაცხგვყოფენ
ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს... იხილეთ სრულად
თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებელობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა