ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ...
იხილეთ სრულად
ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (ლუკა 17.10). ამგვარად, ცათა სასუფეველი არა საზღაურია საქმეთა გამო, არამედ მეუფის მადლი, გამზადებული ერთგული მონებისთვის.
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა...
იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა, როცა მარადისობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი; საკუთარი სულისაგან მისი მოპარვაა ჩვენი ვნებების დაკმაყოფილებისათვის, ამაო საქმეებისათვის და კიდევ უფრო ამაო საუბრებისათვის
ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერავინ ცხონდება. ც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერავინ ცხონდება. ცხონებისათვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განაღმრთოს ადამიანი, ანუ ღმერთად აქციოს მადლის მიერ.
გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთ...
იხილეთ სრულად
გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი უმთავრესი ღირსება მისი