წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და ცდილობდეს კაცი, რომ უზიარებელს არ მოუხდეს სიკვდილი, გადასვლა ამიერ სოფლითგან.
თემა: ზიარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჭეშმარიტად ის ლოცულობს, ვისაც ლოცვის დროს მოუვა ცრემლი უნებლიედ. შენ იქნება, ძმაო, ერთხელაც არ გილოცავს ცრემლით. მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოყრი სრულიად უსარგებლოდ და შენი სულისათვის ერთხელაც ერთი ცრემლიც არ მოგსვლია. გებრალება მიცვალებული და მისი მონათესავე მოტირალნი. და შენი სული არ გებრალება? ისიც მკვდარია მრავალთა ცოდვათაგან და საუკუნო სიკვდილი მოელის მას, თუ ლოცვაში არ იტირე.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
წმიდამან ეკლესიამან განგებ ისე დააწყო ყოველი დიდ მარხვის წესები, რომ უნებლიედ გააღვიძებენ იგინი თვით უდებთაცა და მცონარეთა.
თემა: დიდი მარხვა, ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მარხვა უნდა შევავსოთ და ცხოვრება ჩვენი დავაგვირგვინოთ წმინდა, სათნო ნაყოფითა ღვთის წინაშე. ჭეშმარიტი სრული მარხვა მდგომარეობს მიტევებასა შინა ბრალთა ძმათა, მოძულეთა და მტერთა. ჭეშმარიტი მარხვა არის ქველისმოქმედება, მოწყალება. „მარხვა თვინიერ წყალობისა, ვითარცა ლამპარი უზეთო“, –იტყვის ნეტარი ავგუსტინე. „თუ გსურს, – განაგრძობს იგი, – რომ შენი ლოცვა აღვიდეს ზეცად, მოაბი მეორე ფრთა: წყალობა და მარხვა“.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კაცნი, რომელნი მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემზგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს და ღვთის წინააღმდეგობას არ იშლის. მართლა, რა სარგებელი არის გარეგანი, ხორციელი მარხვა, როდესაც შინაგანი ვნებანი და ცუდნი ჩვეულებანი არ დაგვიტოვებია. „სვიმონ კვირინელმა ჯვარი აიღო, მაგრამ ჯვარზე არ მომკვდარა“, – იტყვის წმინდა გრიგოლი დიალოღი. მზგავსადვე იქცევიან, რომელნი ხორცსა დააუძლურებენ მარხვითა, გარნა შინაგანითა თვისითა სურვილითა და გრძნობითა არიან მზგავსნი ცოდვილთა და უკეთურთა.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სინანული არის სულიერი მწუხარება და შემუსვრილება ცოდვათა და უღირსებათათვის. რა სახით უნდა გაუჩნდეს კაცსა გულში მწუხარება, როდესაც ხორცი მისი გახარებულია და განლაღებული. ხორცი და სული კაცისა შეადგენს ერთს არსებას. არ შეუძლია კაცს ორად გაიყოს: სული მისი მწუხარედ იყოს და ხორცი გახარებული. თუ სურს კაცს ჭეშმარიტი სინანული, რომელიც არის მწუხარება, გაუჩნდეს სულში, წინაპირველად თვისი სხეული უნდა შეავიწროვოს, მოამზადოს მარხვითა.
თემა: სინანული, მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა. უეჭველია, და ყოველს ბეჯითს ქრისტიანეს გამოუცდია, რომ მაძღარს კაცს, როდესაც სტომაქი სავსე აქვს საჭმლითა და სასმლითა, სრულიად არ შეუძლია არა თუ მონანება, არამედ უბრალო ლოცვის წართქმა გულმოდგინედ.
თემა: მარხვა, სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მარხვა არის თვალუხვევად შემასმენელი ცოდვათა. ცოდვა კაცს თვალს აუხვევს, ჭკუას უბნელებს, სინიდისს უძინებს. მარხვა, წინააღმდეგ მისსა, არის შემასმენელი ცოდვისა, ანუ მამხილებელი, გამამტყუნებელი ცოდვისა. რა სახით? ისე, რომ რაკი მარხვის და მოთმინებს შემწეობით თვალის სახვვი ჩამოვარდება კაცის პირისაგან, გონება მისი გამოიფხიზლებს და ცხადად დაინახავს თვისთა ცოდვათა და მოიძულებს მათ, ამხილებს, უკუნ აქცევს.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სხეული კაცისა, თუ განებივრებულია და აშვებული, გადაიქცევა ბუდედ ყოველთა ცოდვათა. სული კაცისა ვეღარ დაიმორჩილებას მას, არამედ იგი დაიმონებს სულსა კაცისასა და დაღუპავს მას.
თემა: სხეულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი