ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ჰოი შენ, თიხავ და მიწისგან შექმნილო, თავს ნუ აიმაღლებ, რაც არ უნდა ბევრი იღვაწო, რადგან მრავალი უსხეულო და უხორცო გადმოვარდა ზეციდან
როდესაც ეშმაკი თავის მსახურთა შორის ადგილს დაიმკვიდრებს, ძილში გამოეცხადება მათ, ან მღვიძარეთაც - ანგელოზის ან მოწამეთა სახით, დაფარულს ამცნობს და თითქოსდა მადლს მიანიჭებს, რათა შეაცდინოს ეს უბადრუკნი და სრულიად დააკარგინოს გონება
ქრისტესთვის მრავალგზისაც რომ მოვკვდეთ, ჩვენს ვალს მაინც ვერ გადავიხდით, რადგან სხვა არის ღვთის სისხლი და სხვა - მონისა - მათი ირსებით და არა - ბუნებით
ჭეშმარიტი მონაზონი ის არის, ვისაც განმტკიცებული სულიერი თვალი აქვს და ღვთის შეურყეველი სურვილი
მონაზონი ის არის, ვისაც მტრის თავდასხმა ისე ახარებს, როგორც მონადირეს ნადირის პოვნა, და უხმობს კიდეც, რათა შეებრძოლოს მას
მონაზონი ისაა, ვინც თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ღმერთთანაა მიტაცებული გონებით და ამქვეყნიურ ცხოვრებას გლოვობს
მონაზონი არის ის, ვისაც ისე სურს სათნოებათა აღსრულება, როგორც გემოთმოყვარეს - თავისი გულისთქმის
მონაზონი ის არის, ვინც საკუთარი სული სიმდაბლის უფსკრულად აქცია და მასში დანთქა და მოაშთო ყოველგვარი ვნება
არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს ტრაბახობენ და არაფერი გააჩნიათ, სხვები კი დიდ სიმდიდრეში ცხოვრებისას თავს იმდაბლებენ