ჭეშმარიტი სათნოება ცეცხლზე არ იწვის და წყალში არ იძირება, მითუმეტეს, მიწაზე არ იკარგება. მაგალითად, რა ავნეს იოანე ოქროპირს, ათანასე დიდსა და რწმენისა და ღვთისმოსაობის სხვა მოსაგრეებს დევნით? მხოლოდ განადიდეს ისინი.
ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა...
იხილეთ სრულად
ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა აგრეთვე სიკეთის ქმნაც. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: ბოროტებასთან განშორების შემდგომ "ქმენი სიკეთე" (ფს. 33, 15).
არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტანითა და ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრისა, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო...
იხილეთ სრულად
არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტანითა და ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრისა, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო ძალები, სიცოცხლის ხალისი და სიმართლის ნაყოფი აღარ აქვს.