ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვთის გარეშე (რაკიღა იგი ყველგანაა) არ იძვრის ჩემი აზრი და ჩემი გული. თუ მოქმედებაა - მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ შედეგია - საწყისი უნდა გააჩნდეს. იმიტომაც ამბობს მოციქული: "არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუ... იხილეთ სრულად
ღმერთი კაცისგან მოითხოვს თვით სულსა, გონებასა და გრძნობასა, მისთვის, რომ თვით იგი არის სული: „სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭშმარიტებითა თანააძს თაყვანისცემა მისი“ (იოანე 4. 23–24).
როდესაც მოყვასთა შორის სუფევს სიყვარული და ერთობა, მაშინ ღმერთიც მათ შორის სუფევს.
5. დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს
203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, რა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, – მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მ... იხილეთ სრულად
125. „ცრუ არიან ადამიანთა ძეები უსამართლობის სასწორთა შორის“ (ფს. 61.10), მაშინ როცა ღმერთი თითოეულს საკადრისს განუკუთვნებს.
78. არავინაა იმგვარად კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ შეუნანებელს არც ის შეუნდობს.
66. თუკი შეიცნობ, რომ, თანახმად წერილისა, მთელ ქვეყანაზეა ღვთის სამართალნი (I ნეშტთა 16.14; ფს. 104.7), ყველა შემთხვევა ღვთისმცოდნეობის მასწავლებლად გაგიხდება შენ.
16. ვისაც სურს რაიმეს გაკეთება, მაგრამ არ კი ძალუძს, გულთმეცნიერი ღვთის წინაშე ისეა, როგორც უკვე გამკეთებელი; და ეს ვრცელდება როგორც კარგზე, ასევე ცუდზე.