ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ეს ბილწი ვნება არამარტო წინსვლაში გვიშლის ხელს, სიმაღლეზე ყოფნისას ძირსაც გადმოგვაგდებს
ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან იგი თვითონ არის მტერი და მოწინააღმდეგე საკუთარი თავისა
როგორც ნათელისთვის არის უცხო ბნელი, ასევე ამპარტავანი მონაზონი არის უცხო ყოველგვარი სათნოებისთვის
ამპარტავანთა სულში გმობის სიტყვები წარმოიშობა, ხოლო მდაბალ სულში ზეციური ხილვები
არ ვიცი როგო მოხდა, მაგრამ ამპარტავანნი შესცდნენ, თავი ვნებათაგან უცხოდ წარმოიდგინეს და საკუთარ სიღატაკეს მხოლოდ სიკვდილის დროს მიხვდნენ
ვინც ამპარტავნების ბორკილითაა შეკრული, მისთვის ღვთის მიმართ ვედრება და ტირილია საჭირო, რათა ამ საშინელ წყვდიადს გადაურჩნენ, რადგან ამგვართათვის ადამიანური შეწევნა უსარგებლოა, თუკი თვით უფალი არ გამოუჩნდა შემწედ
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი ეშმაკეული ბრძოლა სამი უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარეობს: ან - საკუთარი დაუდევრობიდან, ან - ამპარტავნებიდან, ან - ეშმაკის შურისაგან. პირველი საწყალობელია, მეორე - უბადრუკი, ხოლო მესამე - სამგზის სანატრელი