წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება
მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას მოიმოქმედებს
მშვიდ სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს. 24,9) და უმეტესად განაბრძნობს მათ
მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით
ორგულობა ბოროტი წესია, რომელიც მზაკვრობითაა შექმნილი და სულისა და გონების დამაბნელებელია
უბრალოება არის წრფელი აზრები, მართალი ბუნება და ჭეშმარიტი სიტყვა - არც გამოგონილი და არც წინასწარგამზადებული
უმანკოება თვისებაა წმიდა სულისა, რომელიც ისეთივეა, როგორც თავიდან იყო შექმნილი და ყველასადმი კეთილი, ტკბილი და უშფოთველია