თანამედროვე პირობებში, როცა ფერისცვალება ხდება სოციალურ-ეთიკურ სფეროში, როცა მიმდინარეობს დევალვაციის რთული პროცესი, როცა ტრადიციული ღირებულების ნაცვლად იბადება ახალი მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენი, მთავარია, არ დავკარგოთ თვითონ პირ...
იხილეთ სრულად
თანამედროვე პირობებში, როცა ფერისცვალება ხდება სოციალურ-ეთიკურ სფეროში, როცა მიმდინარეობს დევალვაციის რთული პროცესი, როცა ტრადიციული ღირებულების ნაცვლად იბადება ახალი მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენი, მთავარია, არ დავკარგოთ თვითონ პიროვნება, არ დავუკარგოთ მას ის თვისებები, რაც გააჩნია ადამიანს, როგორც ღვთის ხატებას.
მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენა ღვთისა - ქრისტესი და ეკლესიისა.
"სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8, 32), - გვასწავლის საღმრთო წერილი. მაგრამ რაჲ არს ჭეშმარიტი? "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ" (იოანე 14,6), - ბრძანებს მაცხოვარი.