ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება, დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული.
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომ...
იხილეთ სრულად
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომელიც მიიზიდავს ხედვასა და გონების სურვილს. ღვთისაკენ მიქცეული გონება, მას შემდეგ რაც წარმოუდგება მას ყოველგვარი წარმოსახვები არსებული სხეულებისა, ჭვრეტს ღმერთს უჩინრად.
გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: "დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად". მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: "დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად". მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებს დახურავს და ლოცულობს ღმერთზე თავის გულში, ის აღასრულებს აღნიშნულ მცნებას.
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდე...
იხილეთ სრულად
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე და სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლისათვის.
თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმდებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკ...
იხილეთ სრულად
თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმდებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკენ, მათ მწარედ მოინანიეს საკუთარი უღმერთობა და ჭეშმარიტ ქრისტიანებად იქცნენ. ამ ადამიანებს თავიანთმა ურწმუნოებამ სარგებელიც კი მოუტანა, რადგანაც უგუნური წარსულის გახსენება მათ სინდისის ქეჯნას აგრძნობინებს, რწმენისა და ღმ...
როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულის...
იხილეთ სრულად
როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულისა და ადამიანთა სიბრალულისაგან იგი ტირის და ლოცულობს მთელი ქვეყნიერებისათვის. მიეცემა რა ლოცვას და ტირილს სამყაროსათვის, რომელიც წარმოიშვება სიყვარულით, სული სულიწმიდის სიტკბოებისაგან კვლავ ივიწყებს სამყაროს და კვლავ დაივ...
თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით, თავმდაბლობით, სინანულით და ღმრთისადმი მადლიერების შეგრძნებით, მიუხედავად გულზე შინაგანი და გარეგანი მოქმედებებით გამოწვეული ცვლილებებისა.