წმ. სილუან ათონელი

როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია

როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულისა და ადამიანთა სიბრალულისაგან იგი ტირის და ლოცულობს მთელი ქვეყნიერებისათვის. მიეცემა რა ლოცვას და ტირილს სამყაროსათვის, რომელიც წარმოიშვება სიყვარულით, სული სულიწმიდის სიტკბოებისაგან კვლავ ივიწყებს სამყაროს და კვლავ დაივანებს ღმერთში. შემდეგ, ისევ იხსენებს რა სამყაროს, ისევ ცრემლებით ლოცულობს ხსნისთვის და აი, ეს არის ჭეშმარიტი გზა, რომელსაც გვასწავლის სულიწმიდა.
    სულიწმიდა არის სიყვარული, მშვიდობა და სიტკბოება, სულიწმიდა გვასწავლის ღვთისადმი სიყვარულს, სიყვარულს მოყვასის მიმართაც.
 
თემატური კითხვები
0