მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვიახლოვდა ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების".
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა...
იხილეთ სრულად
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (ინ. 3,16).
მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.
ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარეობენ და მამა-პაპათაგან აქვთ შესისხლხორცებული.
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცა...
იხილეთ სრულად
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრებ...
იხილეთ სრულად
საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.