წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
ზომით შეიძინე შენთვის ოქრო, ხოლო სწავლა უზომოდ; როცა გამრავლდეს მწუხარება, ის (სწავლა) იქნება შენთვის განსვენება და სიტკბოებაც.
ვისაც უყვარს სწავლა, მასში განდიდდეს სიბრძნე; ხოლო ვისაც უყვარს უქმად ყოფნა, მისთვის შეუძლებელია წარმატება.
ნეტარი ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებებს. და, თუკი ჩვეულებრივ ლაპარაკობ სათნოებებზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ იგი ვერ გიშველის.
როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძ... იხილეთ სრულად
უშრომლად - განათლებას, ანდა რაიმე ხელოვნებას ფულით ვერ იყიდი; ასევე, შეუძლებელია სათნოების ჩვევათა მოხვეჭა - გულმოდგინების გარეშე
ზეციურ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის - ლომი, ადამიანთა შვილებს შორის - ღვთის მოშიშარი ადამიანი
ყველაფერი ისე გააკეთე და ყველაფერზე ისე იფიქრე, რომ სათნოეყო უფალს: და თუკი ასე არ ფიქრობ, ყოველგვარი შენი საქმე უფასურია
ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში გახრწნით გაცხადდებოდეს.
ნუ უსმენ თვითმაამებელთა რჩევებს, რომლებმაც თავი იქციეს სტომაქისა და ხორციელი ვნებების მონებად. იცოდე, ბოროტ კაცზე უფრო მეტად ერიდე ბოროტ რჩევებს.