წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
სულიწმიდის ბეჭდით არის დაბეჭდილი შენი სულის ყოველი შესასვლელი, მირონცხების ბეჭდით იბეჭდება მთელი შენი სხეული.
ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმიდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება.
ნათლისღების ემბაზი ერთგვარი იორდანეა, სამანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და ვინც მეორე ნაპირს მიაღწევს, მხოლოდ ის შეიქნება სულიერი ქვეყნის მოქალაქედ.
როგორც ის წყარო, რომელიც განუწყვეტლივ გამოადინებს სუფთა ნაკადულებს და უხვ დინებებს, არასდროს უკრძალავს მსურველს, დატკბეს წმიდა წყლის ძღვენით, ასევე ღვთაებრივი მადლიც ღიაა ყველასთვის, რათა ყველა დატკბეს ისე - ვისაც რამდენად სურს
ადვილად გაღიზიანება, გულმრისხანება - დიდი ორმოა ადამიანისათვის და ვისაც ეს ვნება დაუძლევია, მას აღარც მთხრებლში ჩავარდნა ემუქრება.
ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას
გემოთმოყვარე შრომობს და დარდობს იმაზე, როგორ ამოივსოს მუცელი საჭმლით; ხოლო როდესაც შეჭამს, იტანჯება საჭმლის მონელების დროს; თავშეკავებას კი თან ახლავს ჯანმრთელობა და სიფხიზლე.
როგორადაც წყაროსთვალი, განუწყვეტლივ აღმომაცენებელი კამკამა, უხვი წყლის ნაკადულისა, არასდროს არ აუკრძალავს მწყურვალს ყოველგვარი საფასურის გარეშე დაეწაფოს მის წყალს, ამგვარადვე საღმრთო მადლიც მისაწვდომია ყველა მსურველისათვის, რათა თ... იხილეთ სრულად
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს. თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მო... იხილეთ სრულად
კურთხევის უდიდესი ძალის და მნიშვნელობის შესახებ ბიბლიაში არა ერთი მაგალითია მოყვანილი. გავიხსენოთ ისაკისგან იაკობის კურთხევა. მიუხედავად იმისა, რომ მამას უფროსი შვილი – ესავი უნდოდა ეკურთხებინა, მან შეცდომით უმცროსი აკურთხა. მიუხე... იხილეთ სრულად