ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან მოიგო სულგრძელებაი, რამეთუ აქებს მას წერილი და იტყვის: "კაცი სულგრძელი მრავალ-გონება არს და ბრძენ". კაცი სულგრძელი არასადა ევლტინ განსაცდელთა, მოწევნულთა მის ზედა, არამედ მადლობით მოითმენნ და სიხარულით სასოებასა ღმრთისა თვისისასა და უშფოთველად იმარხავნ თავსა თვისსა. კაცი სულგრძელი არაოდეს აღეგზნის გულის წყრომად და გინებად, და არცა აღიძრის გინებად სიტყუასა ცუდსა. და უკუეთუ ვინმე უსამართლოი უყვის მას, იგი არა შეწუ...
აწ უყუე მოწსრაფე იყვენით, ძმანო ჩემნო, რაითა არა თანაწარგხდეს ესევითარი ნეტარებაი და სიხარული მიუწდომელი და მოიგეთ სიმშვიდე და მყუდროებაი. რამეთუ კაცი მშვიდი დამ მდაბალი შემკულ არს ყოვლითა საქმითა კეთილითა, რამეთუ მშვიდნი შეურაცხებასა მოთმინე არიან და გინებასა უხარინ და, თუ ვინმე შეაწუხის, ულოცავნ, და მრისხანესა დაამშვიდებნ მყუდროებით და სიყუარულით, და სიყუარულსა მისსა ზედა შეუორგულებელად ჰგიედ. მსახურებასა უცონილ არნ და სიმდაბლესა ზედა უხარინ, ...
ვაებისა მიცემად ღირს არს საწყალობელი იგი კაცი, რომესა არა აქუს მოთმინებაი, რამეთუ წერილ არს: ვაი მათდა, რომელთა არა აქუს მოთმინებაი, ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოიტაცებინ, ამან არცა ჭირი თავს იდვის და არცა გინებაი დაითმინის. რომელსა არა აქუს მოთმინებაი, არაოდეს წარემართის საქმე მისი, არამედ არნ იგი შფოთის მოყუარე და მოყუსისა განსუენებასა მოძულე, ლოცვასა დახსნილ და მარხვასა მოწყინე, ღამის თევასა მცონარ და ცუდის მმეტყუელებასა მოსწრაფე, წიგნის კითხ...
რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოების იგი ყოველსა შინა საქმესა მტერისასა და ნებასა მისსა. რომელსა არა ეშინის ღმრთისა, მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა, შეეყვის იგი შუებათა დიდთა და განსუენებათა და დიდებათა, დაიძინის უსაზომოდ და არა ჰნებავს ზე აღდგომაი საქმისათვის სათანადოისა, არამედ იქმნის იგი ჭურ დახსნილობისა და ჭურჭელ მცონარობისა და იგემოვნებნ ნებასა ხორცთასა და ყოველსა განსუენებასა ამის სოფლისასა სიტკბოებით შეიწყნარებნ. და უ...
ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს სიყუარული, რამეთუ დღენი ცხორებისა მისისანი ვითარცა სიზმარნი წარხდენ. ვინ არა ეგლოვდეს ეგევითარსა მას, რომელმან განაშორნა თავი თვისი სიყუარულისაგან და დააკლო სულსა თვისსა ნათელი ბრწყინვალე და მოუგო მას ბნელი იგი წყუდიადი. ჭეშმარიტსა გეტყვითქვენ, ძმანო ჩემნო, რომლისა თანა არა არს სიყუარული, ღმერთი არა არს მის თანა, რამეთუ უტყუველი პირი იტყვის ამას, რამეთუ: რომელსა თანა არა არს სიყუარილი, იგი ...