წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რით უნდა განსხვავდეს ქრისტიანე ცოდვილთა კაცთაგან, უკეთუ იგი კეთილუყოფს მხოლოდ კეთილისმყოფელთა თვისთა? ამას კერპთმსახურნიცა, ცოდვილნიცა და ურიანიცა იქმოდნენ; ხოლო ჩვენ, ქრისტიანეთა, გვიყვარდენ მტერნიცა ჩვენნი, კეთილს უყოფდეთ მათ, და ნურა რას უსასოვყოფთ.
თემა: სიყვარული მტრისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უნდა ეცადო და ბრძნად და გონიერად აღასრულო მოწყალება. შენ გგონია, რომელ საკმაოდ აღასრულე ეს სათნოება, თუ ათასში ერთხელ მათხოვარსა აჩუქე ცოტაოდენი ფული. მოწყალება ორივე კერძოით უნდა იყოს სასარგებლო, შენთვისაც და მისთვისაც, რომელსაც აძლევ. შენთვის ესრეთ, რომელ თუ გონიერად, გულსმოდგინედ ასრულებ მას, გული გაგიკეთდება და მიეჩვევი სათნოებასა მოყვასისა შენისათვის. მაშინ, როდესაც გამოიკვლევ, რა არის მისთვის უმეტესად საჭირო და სასარგებლო და იმას უყოფ მას
ღმერთი მისთვის არის მოწყალე, რომ თვით ბუნება მისი არის სახიერი და კაცთმოყვარე. ღმერთზე ჩვენ ვერც კი ვიფიქრებთ, რომ იგი იყოს უმოწყალო. მისთვის, რომ თვით მისი ბუნება ანუ არსება არის მოწყალება და სიყვარული
თემა: ღმერთიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
დიდი გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს, რომელსაცა სურს აღსრულება ჯეროვნად მოწყალებისა. წარმართნიც და კერპთმსახურნიც კი აძლევენ გლახაკთა მოწყალებასა, მაჰმადის სჯულიც კი მოითხოვს და ასწავლის ამ სათნოებასა; გარნა ჩვენ, ქრისტიანეთაგან სახარება მოითხოვს სხვა ხარისხის და სხვა სახის მოწყალებასა: “იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს” (ლუკა 6. 36). აჰა, რა გასაოცარსა ხარისხსა მოწყალებისასა მოითხოვს ჩვენგან მაცხოვარი.
ჩვენ უნდა ვეძიებდეთ სულიერსა სისრულესა, და არ უნდა ვიქმნეთ კმაყოფილნი ერთითა მხოლოდ გარეგანითა აღსრულებითა მცნებათა.
თემა: სრულყოფილებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენ ქრისტიანენი ვართ და მტერნიცა ჩვენნი უნდა შევიყვაროთ. ესოდენი ძალა უნდა ჰქონდეს სიყვარულსა და სათნოებასა ჩვენსა, რომ მტრის გული დაალბოს და მოყვრად გარდააქციოს
თემა: სიყვარული მტრისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი