ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარ... იხილეთ სრულად
თუ ინებებს უფალი თავისი ძალის სიუხვის გამოჩენას, მაშინვე შეუძლია უწყალო გული გადააქციოს მოწყალედ, როგორც წერია ყოველივე ეს დანიელის წიგნში: "და მისცა ღმერთმა დანიელს წყალობა და შეწყნარება წინაშე საჭურისთ მთავრისა" (დან. 1, 9).
დაუფიქრდით, როგორია თქვენი ყოველი დღე. თქვენი მომავალი მიანდეთ უფალს. უფალი გიშველით. რასაც უფალი მოისურვებს, ის მოხდება. ნუ ფიქრობთ მომავალზე, ნუ დაამძიმებთ გონებას მასზე ფიქრით. ღმერთი გიშველით.
ბევრი ქრისტიანია, უფლის ყველა კანონის შესრულებას რომ ცდილობს, მაგრამ ამავე დროს მათში არ სუფევს სრული ერთგულება უფლის ნებისადმი და როდესაც თავს ტანჯვა დაატყდებათ ხოლმე, ამაში შემოქმედს ადანაშაულებენ და ბუზღუნებენ. ამით ისინი აღმოა... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
თუ უფლისაგან ითხოვთ ისეთ რამეს, რაც მისი ნებისათვის სათნოა, მაშინ იგი გიბოძებთ იმასაც, რაც თქვენ გსურთ.
ყოველი გულის სიტყვა, კეთილ საქმეთათვის აღმოცენებული, რომელიც გირჩევდეს ქმნასა რომელიმე საქმისათვის, მყისვე ცაშიდ აღამაღლე და უჩვენე უფალსა და მას შესთხოვე, რათა უმჯობესი განაგოს, არს თუ არა ესე ნება მისი, თვინიერ ამისა ნუ მიჰყოფ ხ... იხილეთ სრულად