აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
ხვრელიდან ამოსული გველი დასამალავად გარბის, რადგან გრძნობს, რომ დაარტყამენ. ასევეა ეშმაკისმიერი გულისსიტყვაც. ის შხამიანი გველივითაა და ადამიანის პირიდან გამოსვლისთანავე ქრება, უჩინარდება.
დაე, გულწრფელად მოვინანიოთ. დაე, გულახდილად და დაწვრილებით ვაღიაროთ ცოდვები. დაე, გონება მუდმივად ღვთის სამსჯავროსა და მის განაჩენზე ფიქრით იყოს დაკავებული.
შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა რაიმე ცოდვის გამო გამხელთ, მაშინვე მიიღეთ წამალი: მოინანიეთ, იტირეთ, თქვით აღსარება, რომ ამით უწინდელ და უკეთეს მდგომარეობას დაუბრუნდეთ.
თავდაცვა გაამაგრე. ყოველ საღამოს აღსარება თქვი ხოლმე სულიერ დედასთან, მორჩილება და სიმდაბლე და სიყვარული ყველასადმი. ამგვარად გასაჭირს იმსუბუქებ.
მუდამ უნდა გვახოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან ი... იხილეთ სრულად