თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.
ურწმუნოების გულისსიტყვების მიზეზი თავმოწონება და ეგოიზმია. ასე რომ, მოიშორე, შვილო, ქედმაღლობის გულისსიტყვები და დიდი სიმდაბლით იფიქრე საკუთარ თავზე.
დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო... იხილეთ სრულად