თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა დამბადებლისაგან. რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კ... იხილეთ სრულად
ამპარტავანთა სულებში გმობის სიტყვები იშვებიან, ხოლო მდაბალთა სულებში – ზეციური ხილვანი.
თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას – მთელის გულით, მთელის სულით, მთელის გონებით, მთელის სამშვინველითა და მთელის სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღდგომას და ლოცვას. სიმდაბლეს – იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები... იხილეთ სრულად
უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში.
982. როგორია სულიერი მდგომარეობა ისეთი ადამიანისა, რომელიც სხვებს განიკითხავს, დრტვინავს, უყვარს საკუთარი ნების აღსრულება, მაგრამ ამავე დროს ბევრს ლოცულობს?
106. გიყუარდინ სიმდაბლე, დაღათუ დიდ იყო, რაითა აჰმაღლდე დღესა მას სასჯელისასა
73. უხმს მორწმუნესა დამდაბლებაი ყოველთა მიმართ; რამეთუ ზოგთა ვიეთმე მიმართ მდაბლობაი ზმნილობასა აჩუენებს სიმდაბლისასა