ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნუ დავივიწყებთ ქრისტიანებო, შევიწყალოთ მანამდე, ვიდრე უფალს ჩვენს შეწყალებას ვთხოვთ.
არცერთი ადამიანის მიმართ მტრობა არ გქონდეს; სხვაგვარად შენი ლოცვა ღვთისთვის უამური იქნება.
როდესაც ღვთის წინაშე მოწყალების გამღებისათვის ილოცებთ, იმავდროულად თქვენი საკუთარი სულისთვისაც იღვაწებთ.
თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.
როგორი სასოებით გაიწვდი ხელებს შენი შემოქმედისაკენ, როდესაც თვითონ შენსავე მსგავსს, რომელსაც შენსკენ აქვს ხელი გამოწვდილი, ზურგს აქცევ?
როგორ იტყვის შენი ბაგეები, - "შეისმინე ჩემი, უფალო!" როდესაც თვითონ არ გესმის ღატაკის ან, უფრო სწორად, იესო ქრისტესი - ამ ღატაკში, რომელიც შენ გიხმობს?
როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: "მომეცი უფალო!", როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?
რა იმედით უნდა ილოცო ღვთის წინაშე, როდესაც თვითონ არ უსმენ, შენი მსგავსი ადამიანების ლოცვას?