წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
უფრთხილდი ამპარტავნებამ არ შეგიპყროს, თუ სხვისთვის ილოცებ და უფალი შეისმენს შენსას; იცოდე, რომ მათი სარწმუნოების მიხედვით მიანიჭა მადლი
ყველა მასწავლებელი ყოველდღიურად ითხოვს ბავშვისაგან წარმოთქვას ის, რაც ისწავლა; ხოლო უფალი ყოველდღიურად იძიებს ყველასგან, რომ აჩვენოს ძალა, რომელიც მან ლოცვით მიიღო
როდესაც კეთილად ლოცულობ, სწორედ მაშინ აღდგება მტერი შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგანაც ეს მისი ჩვეულებაა
ვინც საკუთარ თავში უფალი მოიპოვა, ის საკუთარი სიტყვებით უკვე აღარ ლოცულობს, არამედ, სულიწმიდა ლოცულობს მისთვის და მასში - "სულთქმითა მით უსიტყველითა"
შედეგი ლოცვისა ყოველგვარი ეჭვისგან ათავისუფლებს; შედეგი არის უეჭველი მიხვედრა იმისა, რაც არ ვიცოდით.