ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რისი გაკეთებისაც ადამიანთა თანდასწრებით გრცხვენია, მასზე ფიქრიც კი უწესობად ჩათვალე.
ერთმა ბერმა თქვა: "საოცარი საქმეა! ჩვენ ისე ვლოცულობთ, რომ ღმერთს ესმის და ხედავს ჩვენს სიტყვებს; ხოლო როდესაც ვცოდავთ, ისე ვიქცევით, თითქოს იგი ვერ ვხედავდეთ.
უმჯობესია, სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე.
საკუთარი თავისათვის უდიდეს უბედურებად მიიჩნიე, თუ რაიმე სახით შენს ვნებებს დაიკმაყოფილებ. რამეთუ ერთი მათგანის დაკმაყოფილება სხვა მრავალის აღძვრას ნიშნავს.
ერთი ცოდვაც კი, რომელიც ღვთის უსასრულო დიდებას შეურაცხყოფდა, მარადიულ სასჯელსა და სიკვდილს იმსახურებს.
მრავალნი სცოდავენ იმის შიშით, რომ სამყაროს კანონების მიმართ ზიზღით ამავე სამყაროს ზიზღი არ დაიმსახურონ.
არაწმიდანი გარეგნულად ცოცხლები კი არიან, მაგრამ გარდაცვლილებზე უფრო უბედურად გრძნობენ თავს.