ზეცათა სასუფეველი მწუხარებებით მოიპოვება. წმ. წერილი ამბობს: "განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებელად" (ფსალმ. 65,12)... ვისაც სურს, ღმერთს სათნო-ეყოს, წინ მრავალი ტანჯვა უდევს
მწუხარებაში ხარ, ჭირსა თუ სიმძიმილში, სნეულება გტანჯავს თუ მძიმე ფიზიკური შრომა - ყოველივესთვის რაც შენს თავს ხდება, ღმერთს მადლობდე, რამეთუ, თუკი ტანჯვას არ დაითმენ, ჯვარზე გაკვრას ვერ შეძლებ და ვერც ღმერთის მიერ მონიჭებულ მაცხოვ...
იხილეთ სრულად
მწუხარებაში ხარ, ჭირსა თუ სიმძიმილში, სნეულება გტანჯავს თუ მძიმე ფიზიკური შრომა - ყოველივესთვის რაც შენს თავს ხდება, ღმერთს მადლობდე, რამეთუ, თუკი ტანჯვას არ დაითმენ, ჯვარზე გაკვრას ვერ შეძლებ და ვერც ღმერთის მიერ მონიჭებულ მაცხოვნებელ ნაყოფთა თანაზიარი გახდები
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება. ასე რომ, მოთმინება! და ის, რ...
იხილეთ სრულად
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.ასე რომ, მოთმინება! და ის, რაც ახლა შენ ძნელად მისაღწევი გეჩვენება, წლების შემდეგ თავისთავად ჩაგივარდება ხელში, როგორც შენი საკუთრება და ვერ მიხვდები, თუ როგორ მოხდა ეს.ამიტომ, გაისარჯე ახლა, ახალგაზრდობაში, არ თქვა: "რატომ?" და არ მოიწყინო, და როცა დაბე...
ერთი ძმა მიამბობდა, რომ ერთხელ დამწუხრებული იყო მავანის გამო, რომელსაც რჩევას აძლევდა, ის კი არ უჯერებდა და დიდად წუხდა მის გამო. და ლოცვისას აღტაცებულ იქნა. და ხედავს უფალს, ჯვარზე დამსჭვალულს, მთლად ნათლით მოსილს. და როცა თ...
იხილეთ სრულად
ერთი ძმა მიამბობდა, რომ ერთხელ დამწუხრებული იყო მავანის გამო, რომელსაც რჩევას აძლევდა, ის კი არ უჯერებდა და დიდად წუხდა მის გამო. და ლოცვისას აღტაცებულ იქნა.და ხედავს უფალს, ჯვარზე დამსჭვალულს, მთლად ნათლით მოსილს. და როცა თავი ასწია, ქრისტე მიმართავს მას და ეუბნება: "შემომხედე, რამდენი დავითმინე შენი სიყვარულისთვის! შენ კი რას ითმენ?"ამ სიტყვებით გაქრა მწუხარება, აღივსო სიხარულითა და მშვიდობით და ღვრიდა ცრემლთა ნაკადულებს და უკვირდა უფლის შემწყნ...
ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც რომ არ აოკ...
იხილეთ სრულად
ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც რომ არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. და იმ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმინდა, უღრმესი თანაგრძნობით აღსავსე: "განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?" და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკ...
არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ. მაგრამ არც მოღვაწე გრძნობს სიმძიმეს, როცა გონებაზე სიყვარ...
იხილეთ სრულად
არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ.მაგრამ არც მოღვაწე გრძნობს სიმძიმეს, როცა გონებაზე სიყვარული ხელმწიფებს. სიყვარული იმიტომ არ ქრება, რომ სულის საჭეს მუდამ მისკენ მიმართავ. და თუ რაიმე მოხდა, ყვირიხარ პაროლს: "შენი სიყვარულისთვის, იესო ჩემო, ტკბილო სიყვარულო, ავიტან შეურაცხყოფის, უსამართლობის, შრომისა და ყოველგვარი ...
ნურასდროს ეცდებით ერთმანეთის მრისხანებით გამოსწორებას, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ აღმოფხვრის, არამედ ეცადეთ სიმდაბლითა და ჭეშმარიტი სიყვარულით. თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ,...
იხილეთ სრულად
ნურასდროს ეცდებით ერთმანეთის მრისხანებით გამოსწორებას, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ აღმოფხვრის, არამედ ეცადეთ სიმდაბლითა და ჭეშმარიტი სიყვარულით. თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ, რომ მრისხანებამ ჩაიარა, მშვიდობა დამყარდა და განსჯაც უვნებოდ მუშაობს, მაშინ თქვი სასარგებლო
სიმშვიდეზე არც კი იფიქრო, თუკი ლაპარაკისას სიმართლეს ეძებ. სიმართლე მოწევნულ განსაცდელთა მამაცური დათმენაა, რათა გამარჯვებული გამოხვიდე, მიუხედავად იმისა, დამნაშავე ხარ თუ არა. ხოლო თუ შენ ამბობ: "კი, მაგრამ რატომ?" - ღმერთს ებრძვ...
იხილეთ სრულად
სიმშვიდეზე არც კი იფიქრო, თუკი ლაპარაკისას სიმართლეს ეძებ. სიმართლე მოწევნულ განსაცდელთა მამაცური დათმენაა, რათა გამარჯვებული გამოხვიდე, მიუხედავად იმისა, დამნაშავე ხარ თუ არა. ხოლო თუ შენ ამბობ: "კი, მაგრამ რატომ?" - ღმერთს ებრძვი, რომელიც მწუხარებას გიგზავნის შენი ვნებიანი მდგომარეობის გამო. ღმერთი გვსჯის, რათა უვნებონი გავხდეთ. და თუკი ამას ვერ იტან, ჭეშმარიტად ღმერთს ებრძვი
ნურასოდეს ეცდები სიმართლის პოვნას, რადგან სწორედ მაშინ იქნები მტყვანი. არამედ ისწავლე განსაცდელთა მამაცურად დათმენა, როგორიც არ უნდა მოუშვას უფალმა. მრავალი თავისმართლების გარეშე თქვი: "მაკურთხეთ!" - და შეუმცდარმა მოინანიე, რომ შე...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს ეცდები სიმართლის პოვნას, რადგან სწორედ მაშინ იქნები მტყვანი. არამედ ისწავლე განსაცდელთა მამაცურად დათმენა, როგორიც არ უნდა მოუშვას უფალმა. მრავალი თავისმართლების გარეშე თქვი: "მაკურთხეთ!" - და შეუმცდარმა მოინანიე, რომ შეცდი. სულის შეგრძნებით, და არა გარეგნულად, ქებისათვის, თქვი, რომ შეცდი და შინაგანად თავი განიკითხე
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად, რომელიც, როგორც კი შვილი იტყვის: "ოფ", მაშინვე ამბობს: "ჭამე, თორემ ავად გახდები!"