წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფა–ქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ამისთვის ძმაო ჩემო, ეცადე, რომ წინაპირველად განიწმიდო გული შენი. უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან

რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მაინც უყავ. თუ ფულით, ანუ ნივთით არ შეგიძლიან მოწყალება, სიტყვით მაინც უყავ მოწყალება, ესე იგი შეწუხებულს კაცს ნუგეში ეც, უგუნური და უჭკუო კაცი დაარიგე და მოაქციე. იქნება შენ მართლა საწყალი და ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ იქმნება გყავს ცოლი, შვილები; იქმნება გყვანან უმცროსნი ძმანი. თუ გსურს აღასურლო ეს მცნება, ამათთან იყავ წყნარი, მშვიდი, მოწყალე; თუ არ გახსოვს ეს მცნება და ცუდი ხასიათი გაქვს, მაშინ შენ უთუოდ ამათთან იქმნები უწყალო; ესე იგი, ცუდად მოეპყრობი მათ, გაუჯავრდები, აგინებ, სცემ. მოკლედ ვსთქვათ, ყოველ კაცს შეუძლიან ეს მცნება აღასრულოს, ან დაარღვიოს. რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც

მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყავ და არა მეცით მე ჭამადი, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე“. მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო

ვინც მოწყალე არის თავის ძმაზედ, მას ღმერთიც შეიწყალებს; ვისაც ებრალება თვისი მოყვასი, მას ღმერთიც შეიბრალებს; ვინც მოეხმარება თავისს მოყვასს, ნუგეშსცემს, ხელს შეუწყობს, გლახაკს შეეწევა, უგუნურს და უჭკუო კაცს დაარიგებს, ავადმყოფს ნახავს, ქვრივს და ობოლს გამოზრდის, ამისთანა კაცს ღმერთიც შეეწევა და შეიწყნარებს ამ ქვეყანაშიც და უმეტესად მომავალსა საუკუნესა შინა. მოწყალება ანუ შეწუხებულის და გაჭირვებულის შემწეობა არის ყოველთა უდიდესი სათნოება. ვინც მოწყალე არის თავის ძმაზედ, მას ღმერთიც

ზოგჯერ კაცის მორიდებით და მეზობლების შიშით დამალავს კაცი სიმართლესა, იმას კი არ ფიქრობს, რომ ღვთისა უფრო უნდა ეშინოდეს კაცსა, ვიდრე კაცისა ზოგჯერ კაცის მორიდებით და მეზობლების შიშით

მოერიდეთ სიცრუესა და მოტყუებასა. ნურცა სიტყვით, ნურცა საქმით ნუ ატყუებ მოყვასსა შენსა. მოერიდეთ სიცრუესა და მოტყუებასა. ნურცა

მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა საკვირველია, ვერ განძღებიან ამა ქვეყანასა ზედა, ვინაითგან აქ ვერ იხილვენ სრულსა სიმართლესა, არამედ განსძღებიან სასუფეველსა ცათასა. მხოლოდ მუნ იხილვენ იგინი სრულსა ჭეშმარიტებასა შინაგან და გარეშე თვისსა. მაშინ ნახვენ იგინი თვალითა, ვითარ კაცი, რომელი ატყუებდა ყოველთა ამ ქვეყანაზე და აღვსებული იყო მზაკვარებითა და ფარისევლობითა, მუნ იქმნება შერცხვენილ და დამდაბლებულ. ხოლო კაცი, რომელი იყო გულწრფელ, დევნული და შეურაცხ აქ სიმართლისათვის, იქმნება ამაღლებული და ნეტარ წინაშე თვალთა უფლისასა სასუფეველსა შინა მისსა. და თუ ესოდენ ძვირფასია, ძმანო ჩემნო, ღვთის წინაშე სიმართლე, ეცადეთ, რომ შეიყვაროთ იგი. მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა

რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ იყვნენ, რომელთა უყვარსთ სიმართლე? არამედ – „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“. ნეტარად უწოდებს მაცხოვარი მხოლოდ მათ, რომელთა უყვარსთ სიმართლე, ვითარცა მშიერსა კაცსა უყვარს და სურს საჭმელი და მწყურვალესა სასმელი. კაცს რომ მოშივდება, მაშინ მისთვის უძვირფასეს ყოვლისა არის საჭმელი. მას ერთი ლუკმა პური ურჩევნია ოქროსა და თვალთა; მზგავსად ამისა ესოდენ უნდა უყვარდეს ყოველსა კაცსა სიმართლე, რომ მიაჩნდეს იგი უძვირფასესად ყოვლისა ნივთისა; ყოველსა სიტყვასა და საქმესა შინა ყოველგან და ყოველთვის უნდა ეძიებდეს სიმართლესა და უხაროდეს მისთვის. რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ იყვნენ

საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც გაგეგონოსთ ამისთანა მაგალითი, რომ გაფიცხებულს კაცს ჩხუბში მოეკლას კაცი. აჰა, რა საშინელს ცოდვასა შინა შთავარდება კაცი, თუ გაფიცხელდა. ამისთვის, ძმაო, როდესაც გული მოგივა და გაფიცხლდები, მოიგონე ეს სიტყვა მაცხოვრისა: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი“ და გული დაიმშვიდე და გექმნება ღვთისაგან დიდი მადლი. საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც

უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამისა. ამისთვის, ძმანო, ყოველთა მწუხარებათა შინა თქვენ მოიქცეოდეთ ნუგეშინისცემისათვის მაცხოვრისადმი. წყარო არის იგი სიტკბოებისა და ნუგეშინისა მათთვის, რომელნი გაუხსნიან მას გულსა. იგი ეტყვის მწუხარეთა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ–მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა... რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს. (მათ. 11. 28–30). უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1