სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ვინმემ, მთელი გზაც რომ გაიაროს, მაგრამ, თუნდაც ერთი სარბიელით ადრე შეჩერდეს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერაც არ იმყოფება ქალაქში.
ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით
ყოველ დროს ჩვენ გველის საფრთხე: არასოდეს არ უნდა მივეცეთ უზრუნველობას სულის ცხონების საქმეში. ფიცხ ცხენებს ყოველთვის აღვირით აკავებენ. ხშირად ხდება, რომ გემები უკვე ნავსადგურთან დამსხვრეულან და დაღუპულან - მოულოდნელი ქარიშხლისგან.
როგორც ადამიანი თავისი მინდვრის ნაყოფის მიღებას დანამდვილებით მანამდე არ იმედოვნებს, ვიდრე მას ქოხში არ დააბინავებს, ასევე არც შენ შეგიძლია, დარწმუნებული იყო, როგორ ნაყოფს მიიღებ შენი გულისაგან, ვიდრე სუნთქვა შეგიძლია.
ვიდრე ადამიანი ღვთის სამსჯავროს წინაშე არ წარსდგება, საკუთარ თავზე რეალურ განჩინებას არ მოისმენს, თავისთვის მიჩენილ ადგილს არ დაინახავს, მანამდე არ შეუძლია, იცოდეს, სათნოეყო თუ არა ღმერთს.
განსაცდელები სასიკვდილო სარეცელზე მყოფსაც კი ებრძვიან - მხოლოდ მაშინ ანებებენ თავს, როცა სული სხეულს გაეყრება.