ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის...
იხილეთ სრულად
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის ღვთისა, ხოლო ყოველი სოფლიური საჭირო ნივთი, ესე იგი საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა, თავით თვისით და უადვილესად შეგეძინება თქვენ.
მაცხოვარი გვეტყვის: "სასუფეველი ღვთისა იიძულების და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაციან". ესე იგი, სასუფეველსა ცათასა კაცი მხოლოდ იძულებით, შრომით, ძალადობით მიიტაცებს და არა მოსვენებით და შვებით. თუ ხორციელს სარგებელს ვერ მოიგებს კა...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი გვეტყვის: "სასუფეველი ღვთისა იიძულების და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაციან". ესე იგი, სასუფეველსა ცათასა კაცი მხოლოდ იძულებით, შრომით, ძალადობით მიიტაცებს და არა მოსვენებით და შვებით. თუ ხორციელს სარგებელს ვერ მოიგებს კაცი უშრომელად, სულიერს მით უმეტესად.
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩი...
იხილეთ სრულად
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩინოს? – სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, სიტყვისაებრ მაცხოვრისა, ემსგავსება კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებდა კეთილთა მარგალიტთა და ჰპოვა რა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წარვიდა, გაჰყიდა ყოველი, რაიცა ჰქონდა და იყიდა მარგალიტი იგი...
ძნელ არს და მძიმე ცხოვნება სულისა. კაცი, მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, მარადის ითმენს შინაგანსა და გარეგანსა ბრძოლასა; იგი მარადის ზიდავს ჯვარსა თვისსა მხართა ზედა თვისთა.
სულის ცხონების საქმე წინა უვიდოდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა და არათუ მხოლოდ შენნი საქმენი, შრომანი, ზრუნვანი, იმ სახით გქონდეს დაწყობილნი, რომელ არა უშლიდენ სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთ...
იხილეთ სრულად
სულის ცხონების საქმე წინა უვიდოდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა და არათუ მხოლოდ შენნი საქმენი, შრომანი, ზრუნვანი, იმ სახით გქონდეს დაწყობილნი, რომელ არა უშლიდენ სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან...
იხილეთ სრულად
ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მათე 25.34). გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება. მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელ...
სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა.
სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შე...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა.
სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შენ ხშირად ფიქრობ და გიყვარს სჯული შენი, ესე იგი ქრისტიანობა, როდესაც შენ ემორჩილები ჭეშმარიტებასა და სიმდიდრესა ღვთისასა და თუმცა უძლურებისა გამო კაცის ბუნებისა შთავარდები შემთხვევით, რომელთამე ცოდვათა შინა, გარნა განგებ ...
დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა მარხვა და მზადება, მობრუნდა იორდანის კერძოდ და მუნ იწყო ქადაგება და სწავლა: მიერითგან იწყო იესომ ქადაგება და სიტყვად: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველი სიტყვა მაცხოვარ...
იხილეთ სრულად
დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა მარხვა და მზადება, მობრუნდა იორდანის კერძოდ და მუნ იწყო ქადაგება და სწავლა: მიერითგან იწყო იესომ ქადაგება და სიტყვად: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველი სიტყვა მაცხოვარისა იყო სასუფეველსა ზედა ცათასა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. სასუფეველი ცათა, ვითარცა აღხსნის მრავალგზის საღმრთო წერილი, არის სუფევა ანუ დამკვიდრება და უფლება კაცთა შორის ჭეშმარიტისა, მშვიდობისა და უ...
დიდ არს, ძმაო, და სანატრელ წოდება ესე შენი, რომლითა გიწოდა შენ ღმერთმა, რათა იყო მაქალაქე ღვთისა სასუფეველისა. მაცხოვარმან დანერგა ქვეყანასა ზედა სასუფეველი ესე და ჩვენ ქრისტიანეთა მოგვანდო განვრცელება, განმტკიცება და განძლიერება ...
იხილეთ სრულად
დიდ არს, ძმაო, და სანატრელ წოდება ესე შენი, რომლითა გიწოდა შენ ღმერთმა, რათა იყო მაქალაქე ღვთისა სასუფეველისა. მაცხოვარმან დანერგა ქვეყანასა ზედა სასუფეველი ესე და ჩვენ ქრისტიანეთა მოგვანდო განვრცელება, განმტკიცება და განძლიერება მისი. თვითოეული ჩვენგანი უნდა იხმარდეს ყოველსა ღონის–ძიებასა, რათა შეეწიოს განვრცელებასა სუფევისა მისისასა: უკეთუ ცხოვრება შენი კეთილ არს და სათნო, უკეთუ სიტყვითა და საქმითა შენ ცდილობ განავრცელო და განამტკიცო სასუფეველი...