სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან
ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის
თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან
ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგან სუფევს, დატოვე ყოველივე და ეძიე მხოლოდ ის ერთადერთი და აუცილებლად ჰპოვებ მას
მტკიცედ უნდა იყო დარწმუნებული, რომ მზეზე უსაზღვროდ ბრწყინვალე უფლის თვალები განუხრელად უმზერენ თავის შვილებს და მათ ვერაფერი დაემალება
უფალი ყველგანაა, შენ კი მის თვალთა წინაშე იმყოფები
ეძიე ღმერთი ზეცაში ფიქრებით, გულში სიყვარულით, ღვთისმოსაობით ტაძარში, ყველგან ეძიე იგი - მისთვის განზრახული და აღსრულებული საქმეებით
იმისათვის, რომ ჩვენთან იყოს ღმერთი, საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ მასთან
ყოველთვის იყავი ღმერთთან, თუკი გინდა, რომ ღმერთიც შენთან იყოს