წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
უკეთუ გრძნობ და აღუარებ ღმერთსა შენსა უღირსებასა და ცოდვასა. იგი არა თუ არ განგეშორება შენ, არამედ უმეტესად მოგეახლება, მისთვის, რომელ იგი ნახავს შენში მონანებასა და მწუხარებასა შენისა უღირსებისათვის. შეგნება და გრძნობა შენთა ცოდვათა იქმნება დასაწყისად შენისა ცხოვნებისა.
თემა: აღსარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნუ ხარ მზაკვარი წინაშე სინდისისა შენისა; ნუ ამართლებ, ანუ აპატიებ თავსა შენსა ცოდვასა და უღირსებასა შენსა; არამედ გულწრფელად აღუარე ღმერთსა, რათა განანათლოს ლოცვითა გული შენი და შეგატყობინოს შენ შენი უღირსება.
თემა: სინდისი, გულწრფელობა, სიწრფელეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უკეთუ გული შენი გრილ არს, რათა არა იყო დაპყრობილ ცოდვათაგან, ეცადე და გაატფე გული შენი ლოცვითა და კეთილმოქმედებითა. აღსგდები რა განთიადს ძილისაგან, ევედრე ღმერთსა, რათა ყოველთვის მოგცეს ცნობა ცოდვათა შენთა. განმავლობასა შინა დღისასა ეცადე და ჰქმენ რომელიმე კეთილი საქმე, რათა გული შენი მიეჩვიოს კეთილმოქმედებასა და რათა განძლიერდე კეთილსა ცხოვრებასა შინა. მიხვალ რა საღამოს მოსასვენებლად, ილოცე მუხლმოდრეკით. ლოცვასა შინა შენსა ეცადე, გაიხსოვნე და აღუარე ღმერთსა ყოველი ბოროტი სიტყვა და საქმე, რაიცა შეგემთხვა შენ.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვა და ბოროტის მოქმედება მით უმეტეს არის საშინელი და წარწყმედელი, რომელ იგი დააბნელებს გულსა კაცისასა და მოაკლებს მას შეგნებასა სიცოდვილისასა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველს კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შეგნება და გრძნობა თვისისა უღირსებისა და თვისთა ცოდვათა. კაცსა ცოდვილსა, ცოდვათა შინა შობილსა, ცოდვათა შინა ცხოვრების განმტარებელსა, რომელიღა აქვს მეტი საშუალება, რათა მიიღოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა, უკეთუ არა შეგნება, გრძნობა და აღსარება თვისისა ცოდვისა?
თემა: აღსარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვისწავლოთ ჩვენცა ძმანო ჩემნო შრომა და მოთმინება შრომასა შინა. უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა.
ოდეს ღმერთმა კეთილად წარმართა შრომა შენი, მაშინ პირველი შენი გულისსიტყვა იყოს მადლობა ღვთისა; ღმერთს მიაწერე შენი წარმატება და არა შენსა სათნოებასა და სიკეთესა
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნუ გაზომავ კაცის ღირსებასა შესამოსელითა, არამედ შინაგანითა მისითა თვისებითა.
თემა: ჩაცმულობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
არცა ერთიწოდება, ანუ მდგომარეობა კაცისასა ქვეყანასა ზედა არ არის შეურაცხებელი ანუ დამამამდაბლებელი კაცისა, რომელ ღმერთი მოხედავს შინაგანსა ღირსებასა კაცისასა და არა გარეგანსა მდგომარეობასა მისსა, და რომელ კაცს ყოველსა მდგომარეობასა შინა ანუ წოდებასა შეუძლიან დაიცვას კაცობრივი თვისი ღირსება და სათნო ეყოს ღმერთსა.
დიდი ცოდვა არის ენის მიტანა და ცუდად შეგონება კაცისა, მეტადრე თქვენ, დედანო ქრისტიანენო, ნუ დაივიწყებთ ამას.
თემა: დაბეზღებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თავის ნათქვამს სიტყვას კაცი უკან ვეღარ დაიბრუნებს. უნდა მძიმედ იფიქროს და მერმედ თქვას ყოველი სიტყვა
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი